ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების 3 რაკეტა და 33 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა წუხელ უკრაინას სამხრეთით და აღმოსავლეთით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმისთვის S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა, X-59 ტიპის ორი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 37 დრონი გამოიყენეს.
რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმის ბალაკლავას რეგიონიდან გაუშვეს.
უკრაინელებმა კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებში 33 დრონი ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.