ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 35 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოვაგდეთ

10 მარტის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 39 დრონიდან 35 გაანადგურეს. გარდა ამისა ჩამოგდებული C-300 ტიპის ფრთოსანი რაკეტა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
ოკუპანტებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს. შაჰედები ვინიცის, ჟიტომირის, კიევის, ჩერკასის, კიროვგრადის, ხმელნიცკის, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის და დნეპროპეტროვსკის თავზე ჩამოაგდეს.
"მიზნების უმეტესობა განადგურებულია უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური ჯგუფების მიერ. ავიადარტყმის მოგერიებაში ასევე ჩაერთო ავიაგამანადგურებლები და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო განყოფილება, ასევე, გამოყენებული იყო რამდენიმე რადიოელექტორნული ბომბი". – წერია შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
საჰაერო იერიშის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.