ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 86 დრონით შეუტიეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 86 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 86 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 27 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 86 Shahed-ის ტიპის დრონი გაუშვეს.
„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერნიგოვის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში, ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში რუსების მიერ გაშვებული 42 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 26 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.