არქივი28 მარტი, 2025, 12:52
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 163 დრონით შეუტიეს, დაზარალდა 7 ოლქი

რუსული ძალებმა 28 მარტის ღამეს უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 163 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრში 89 დრონი ჩამოაგდო.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის 51 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.