ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„11:00 საათისთვის მტრის ორი X-59/69-ის ტიპის მართვადი რაკეტისა და 56 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა“, - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 122 დრონი გაუშვეს, მათგან 56 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 58 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 6-მა კი უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, სუმის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.