ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 21 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 21 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 21 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„14 ნოემბრის ღამეს მტერმა კურსკის ოლქიდან 59 დრონი გაუშვა, მათგან 21-ის ჩამოგდება დადასტურდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დანარჩენი 38 რუსული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონები სუმის, ხარკოვის, პოლტავისა და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.