ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2024 წლის 21 ნოემბრის დილით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროს სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს. კერძოდ ასტრახანის ოლქიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან მიგ-31-ის ტიპის გამანადგურებლით „კინჟალი“ და ტუ-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენით შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს“, - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
საჰაერო ძალების ცნობით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა Х-101-ის ტიპის ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.