ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული რაკეტები და 40-მდე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული რაკეტები და 40-მდე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული რაკეტები და 40-მდე დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა კიევის, პოლტავის, ჟიტომირის, სუმის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის ოლქებში ორი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ორი ისკანდერ-M ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 37 დრონი ჩამოაგდეს.
რუსული ძალების მიერ გაშვებული 47 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ორი ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო ორი დრონი ჯერ კიდევ ჰაერშია.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 90-მდე დრონი გაუშვეს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კიევს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.