უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი – ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის ვემზადებით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, გეორგი ტიხიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გუნდები ახლა ნამდვილად მუშაობენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ასეთი შეხვედრის შესაძლებლობაზე, მის შინაარსზე, რათა ის მაქსიმალურად არსებითი გახდეს. ეს ყველაფერია რისი თქმაც შემიძლია ამ მომენტისთვის“, – განაცხადა ტიხიმ.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის გარდა ასევე დაგეგმილია დიდი რაოდენობით სხვა ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ კი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან, ბიზნეს-წრეებთან, შეერთებულ შტატებში უკრაინულ დიასპორასთან და სხვებთან.

ცნობისთვის, აქამდე ზელენსკიმ ტრამპთან შესაძლო შეხვედრა ნიუ-იორკში 21-23 სექტემბრისთვის დააანონსა.

ასევე დაგაინტერესებთ