უკრაინის რადამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 238-მა დეპუტატმა დაუჭირა.
დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის განმარტებით, კანონპროექტი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში, ხოლო მისი გავრცელება რეკრეაციული მოხმარებისთვის კვლავ დანაშაულად რჩება.
სამედიცინო კანაფის საფუძველზე დამზადებული პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით იქნება შესაძლებელი. კანონი ამოქმედდება მისი გამოქვეყნებიდან 6 თვეში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.