ტიმოშენკოს პარტიამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზების წინააღმდეგ რეზოლუცია შეიტანა

იულია ტიმოშენკოს პარტია ბატკავშინამ ში სამედიცინო მოხმარების კანაფის ლეგალიზაციის წინააღმდეგ პარლამენტში რეზოლუცია შეიტანა. რეზოლუციის მიხედვით, პარტია მოუწოდებს უმაღლეს რადას, გაიწვიოს მარიხუანის ლეგალიზების გადაწყვეტილება.
იმისთვის, რომ პარლამენტის თავჯდომარემ ხელი მოაწეროს ლეგალიზაციის შესახებ კანონმდებლობას, პირველ რიგში, პარლამენტმა ტიმოშენკოს პარტიის რეზოლუციაზე უნდა ჩაატაროს კენჭისყრა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით გუშინ მიიღო. კანონპროექტს მხარი 248-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ტიმოშენკოს პარტიის გარდა ს პარტიის, ევროპული სოლიდარობის დეპუტატებმა მისცეს.
კანონპროექტი კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში დაუშვებს. მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება და გავრცელება კვლავ დანაშაულად რჩება.
სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პრეპარატების მიღება კი მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით იქნება შესაძლებელი.
კანონი მისი გამოქვეყნებიდან 6 თვეში ამოქმედდება. ინიციატივას ხელი უმაღლესი რადას სპიკერმა და ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწერონ.