არქივი21 დეკემბერი 2023, 12:37
უკრაინამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, კანონს მხარი 248-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
კანონი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში. ჟელეზნიაკის განმარტებით, მარიხუანას რეკრეაციული მოხმარებისთვის გავრცელება კვლავაც დანაშაულად ჩაითვლება.
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ, ანუ საუბარია 2024 წლის მეორე ნახევარზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.