უკრაინის მინისტრი: რუსების თავდაცვის ორი ხაზი გადავლახეთ, დარჩენილია მესამე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა [ЗСУ] ფრონტზე ს თავდაცვის ორი ხაზი გადალახეს და ახლა ბოლო, მესამე თავდაცვითი ხაზის გადალახვას ცდილობენ, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, უმეროვმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინის გეგმებზე და სხვა თემებზე.
მისი განცხადებით, მ [სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ დაკავებული] ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია განახორციელა და 2024 წლისთვისაც აქვს გეგმა. რაც შეეხება საბოლოო მიზანს, უმეროვი, უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად ამბობს, რომ ეს 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებაა, რაც სა და დონბასის გათავისუფლებასაც გულისხმობს.
უმეროვს ისიც ჰკითხეს, არის თუ არა შესაძლებელი, მხარეები სამშვიდობო შეთანხმებამდე მივიდნენ, თუკი ომი წლობით გაგრძელდება. მინისტრმა უპასუხა, რომ მთელ მსოფლიოს უნდა შერცხვეს, თუკი ავტორიტარული რეჟიმისგან თავდაცვას ვერ მოიხერხებს. იგი პროგნოზირებს, რომ ასეთი რეჟიმები განაგრძობენ დესტრუქციულ ქმედებებს დემოკრატიის გასანადგურებლად.
უმეროვს ასევე ჰკითხეს მის უწყებაში აგორებული კორუფციული სკანდალების შესახებ. მინისტრმა უპასუხა, რომ ახლა ტარდება შემოწმებები და უწყება მზადაა, გარე აუდიტორებიც მიიწვიოს. უმეროვის თქმით, პოსტზე მისი ყოფნის 100 დღის თავზე სამინისტროში „ყველაფერი თავის ადგილას იქნება“. უმეროვი პოსტზე ცოტა ხნის წინ, ოლექსი რეზნიკოვის ნაცვლად დაინიშნა.
უკრაინამ 2023-ის ივნისში დაიწყო კონტრიერიში, თუმცა, მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწია, რის შესახებაც განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტმა მ და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მ.