უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მან ნატოს გენერალურ მდივანთან ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და ზამთრისთვის უკრაინისთვის აუცილებელი საჭიროებები განიხილა.
„თავდაცვის სამინისტრო ნატოსთან შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველსაყოფად მუშაობს. უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია აირჩია ეს გზა და ახლა ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვმუშაობთ, რათა ნატოს წევრობას მივუახლოვდეთ“, – წერს უმეროვი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა