ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ჩვენი ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია შევძელით

ჩვენი ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია შევძელით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია, ჩვენ რუსეთს ჩვენს მიწაზე ვამარცხებთ, დავიბრუნეთ ტერიტორია, გავათავისუფლეთ ის. ახლა კი 2024 წლის გეგმა გვაქვს“, - განაცხადა რუსტემ უმეროვმა.
უმეროვმა აღნიშნა, რომ რუსებს ფრონტზე თავდაცვის სამი ხაზი აქვთ და ახლა უკრაინის სამხედროები მეორე და მესამე ხაზებს შორის იმყოფებიან.
„ისინი დემოკრატიების განადგურებას გააგრძელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინა და უკრაინელები არ უნდა არსებობდნენ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.