უკრაინის მთავრობის დელეგაცია აშშ-ში Tomahawk-ის რაკეტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი უკრაინელი ოფიციალური პირების დელეგაცია Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მწარმოებელი კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ერმაკის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და უკრაინის ელჩი აშშ-ში ოლგა სტეფანიშინა.
უკრაინის დელეგაცია ასევე შეხვდა კიდევ ერთი ამერიკული თავდაცვის კომპანიის, Lockheed Martin-ის წარმომადგენლებს.
„მათი ტექნოლოგიები სიცოცხლის მხსნელია: F-16-ები და თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები იცავს უკრაინის ცას, ხოლო მათი შეტევითი გადაწყვეტილებები საიმედოდ უჭერს მხარს ჩვენს ძალებს ფრონტის ხაზზე“, - წერს ერმაკი.
მისი თქმით, ამერიკულ კომპანიებთან უკრაინის თანამშრომლობა ძლიერდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.