პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის მთავრობის დელეგაცია ვაშინგტონში მარკო რუბიოს შეხვდა

უკრაინის მთავრობის დელეგაცია ვაშინგტონში მარკო რუბიოს შეხვდა

უკრაინის მთავრობის დელეგაცია ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
ანდრეი ერმაკის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა მონაწილეობდნენ.
„უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის მომზადების საკითხები განვიხილეთ“, - წერს ერმაკი X-ზე.
ასევე, მისი თქმით, „განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.