– ევროპას სურს, უკრაინის მიერ Tomahawk-ების გამოყენებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს მიმართოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, და ევროპა საერთო პოზიციაზე მუშაობენ, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ფორმატში გამოიყენებენ იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების პოტენციურ მიწოდებასთან დაკავშირებით მიმართონ.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტი უკრაინას Tomahawk-ის ტიპის რაკეტებს არ გადასცემს, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია არ სურს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საკითხმა პუტინს ტრამპთან დარეკვა აიძულა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად მუდმივ კონტაქტშია ევროპელ ლიდერებთან, რომლებსაც სურთ ტრამპს Tomahawk-ის რაკეტებთან დაკავშირებით თხოვნით მიმართონ.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ევროპულ ქვეყნებსაც აქვთ Tomahawk-ები. საკითხი მხოლოდ Tomahawk-ებს არ ეხება. საკითხი იარაღის გამოყენებას ეხება. შეიძლება გქონდეს ATACMS, მაგრამ როგორ შეგიძლია მათი გამოყენება? საქმე მხოლოდ ის არ არის, თუ რა იარაღი გაქვს, არამედ იმაში, თუ როგორ შეგიძლია მათი გამოყენება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი