პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის დაზვერვის დრონებმა უფაში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბეს

უკრაინის დაზვერვის დრონებმა უფაში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბეს

უკრაინის დაზვერვის დრონებმა რუსეთში, საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში, ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა "ბაშნეფტ-ნოვოილი" დაბომბეს.
ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები საწარმო "ბაშნეფტს" თავს დაესხნენ. ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მან "დაზიანება მიიღო და ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
"Українська правда-ს წყაროებმა დაზვერვის მთავარმა სამმართველოდან განაცხადეს, რომ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას უკრაინული დაზვერვის დრონები თავს დაესხნენ.
წყაროების მონაცემებით, კამიკაძე-დრონების შეფრენის შემდეგ, ობიექტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებები იყო და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.