ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსეთში დაბომბეს ქარხანა, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებდა

უკრაინელებმა რუსეთში დაბომბეს ქარხანა, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა, თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, 16 სექტემბრის ღამეს რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა“ | ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბენზინს, დიზელს, მაზუთს, ტექნიკურ გოგირდსა და სხვა ნავთობპროდუქტს აწარმოებს.
"გადამუშავების მოცულობამ 2023 წელს 4.8 მილიონი ტონა შეადგინა. საწარმო რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული“ | განმარტავს უკრაინის გენშტაბი
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.