ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters: უკრაინული დრონებით შეტევამ მწყობრიდან გამოიყვანა ქარხანა „კინეფის" ძირითადი დანადგარი

Reuters: უკრაინული დრონებით შეტევამ მწყობრიდან გამოიყვანა ქარხანა „კინეფის" ძირითადი დანადგარი

რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, „კირიშინეფტეორგსინტეზმა“ (კინეფი) ნავთობის გადამუშავების ძირითადი დანადგარი გააჩერა უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ქარხანა, რომლის მფლობელიც რუსეთში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „სურგუტნეფტეგაზია“, ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარეობს.
ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 14 სექტემბერს იყო. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ კირიშის რაიონში სამი დრონი ჩამოაგდეს, მათი ნამსხვრევების ჩამოცვენამ კი ხანძარი გამოიწვია ქარხანა „კინეფის“ ტერიტორიაზე. იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა კირიშის ქარხანაზე დარტყმა.
15 სექტემბერს სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრით დაზიანებულ დანადგარზე მოდის ქარხნის სამრეწველო სიმძლავრის თითქმის 40% და მის რემონტს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
კირიშის ქარხანა წელიწადში 20 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს გადაამუშავებს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.