უკრაინის დაზვერვამ სპეცრაზმ ახმატში აგენტი ჩანერგა და კადიროველებს სათათბირო ოთახში მოსასმენები დაუმონტაჟა

უკრაინის დაზვერვამ სპეცრაზმ ახმატში აგენტი ჩანერგა და კადიროველებს სათათბირო ოთახში მოსასმენები დაუმონტაჟა | უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფმა, რომლის შემადგენლობაშიც იჩქერიელი მეომრებიც შედიან, სუმის მიმართულებით როსგვარდიის დანაყოფ „ახმატის“ დაქირავებული მებრძოლების განადგურების კომპლექსურ ოპერაცია ჩაატარა.
🔴 ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მტრის გეგმებისა და განზრახვების შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვას ინფორმაციას აგენტი — „ახმატის“ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე აწვდიდა, რომელთანაც დაზვერვამ კავშირი 2025 წლის დასაწყისში დაამყარა.
🔴 ამავე ცნობით, აგენტმა „ახმატის“ სათათბირო ოთახში დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც ფრონტის ხაზზე FPV-დრონით გაგზავნეს — უკრაინის დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლები კადიროველების ქვედანაყოფის მთელი სამეთაურო შემადგენლობის საუბრებს იწერდნენ.
🔴 მტრის გეგმებისა და შესაძლებლობების შესახებ მაღალმა ინფორმირებულობამ უკრაინელ სპეცრაზმელებს საშუალება მისცა, ზუსტი დარტყმები მიეყენებინათ კადიროველებისთვის მათი გადაადგილებისა და თავმოყრის ადგილებში – ნათქვამია ინფორმაციაში.
🔴 ამ სპეცოპერაციის შედეგად, ორი თვის განმავლობაში „ახმატმა“ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა: 41 დაღუპული და 87 დაჭრილი. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კიდევ ასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა,
განადგურდა და დაზიანდა 160 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა და ავტომობილი, 25-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე კავშირგაბმულობის საშუალებები, რადიოელექტრონული ბრძოლისა და დაზვერვის სისტემები, საინჟინრო აღჭურვილობა და ტექნიკა, იარაღისა და საწვავის საწყობები და სხვა რესურსები.
🔴 უკრაინის დაზვერვამ აგენტი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად