ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლახან რობერტ ფიცოს ვესაუბრე - მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლახან რობერტ ფიცოს ვესაუბრე - მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ახლახან რობერტ ფიცოს ვესაუბრე - მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან სატელეფონო საუბარი შედგა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი ურთიერთობები გვჭირდება და ამით ორივე დაინტერესებული ვართ. მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მზად არის გაწევრიანების შესახებ საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის“, - წერს ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკეთს პრემიერ-მინისტრი კიევში მიიწვია და ასევე, ბრატისლავაში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ასევე, უახლოეს მომავალში შეხვედრის შესაძლებლობა განვიხილეთ. ჩვენი გუნდები ამაზე იმუშავებენ“, - აცხადებს ზელენსკი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.