უკრაინის გენშტაბი: ფრონტზე 73 საბრძოლო შეტაკება მოხდა, რუსებმა იერიში თითქმის ყველა მიმართულებით განახორციელეს

რუსებმა დღეს შეუტიეს ს თითქმის ყველა მიმართულებით, დღის განმავლობაში 73 საბრძოლო შეტაკება მოხდა, განსაკუთრებით დაძაბული ვითარება იყო ავდიივკასა და ლიმანის რაიონებში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ბრიფინგზე განაცხადა.

გენშტაბის ცნობით, კერძოდ, კუპიანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ წარუმატებელი თავდასხმები ჩაატარა. ამ მიმართულებით თავდაცვის ძალებმა 6 შეტევა მოიგერიეს.

„ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების 15 თავდასხმა. ბახმუტის მიმართულებით დამპყრობელმა წარუმატებელი თავდასხმები ჩაატარა.

ავდიივკას მიმართულებით, ოკუპანტმა ავიაციის მხარდაჭერით, წარუმატებელი თავდასხმები ჩაატარა ნოვობახმუტივკას აღმოსავლეთით, სადაც თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 20 შეტევა.

მარიინსკის მიმართულებით, დამპყრობელმა, ასევე ავიაციის მხარდაჭერით, ჩაატარა წარუმატებელი თავდასხმის ოპერაციები დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკას მახლობლად. აქ თავდაცვის ძალებმა 6 შეტევა მოიგერიეს. შახტარის მიმართულებით მოწინააღმდეგე შეიჭრა დონეცკის ოლქის პრეჩისტივკას სამხრეთით, სადაც ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს 2 შეტევა.

ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებმა 5-ჯერ წარუმატებლად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა. ასევე, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 5 თავდასხმა ზაპოროჟიეს დასავლეთით“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ პოზიციების დაკავებას ხერსონის რეგიონში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

„დამპყრობელმა  დღეს 3 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ს ფედერაციამ კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინას რაკეტით Kh-31 და 2 S-300 საზენიტო რაკეტით. დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იყო.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 2 დარტყმა განახორციელა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე და კიდევ 2 – მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე. სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა 3 საკონტროლო პუნქტი, საბრძოლო მასალის 2 საწყობი და მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს“, – დასძენენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი” – ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს