ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, რუსული „სუ-25“ პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს.
„პოკროვსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. მტერი მოიერიშე ჯგუფებისა და ტექნიკის გამოყენებით ცდილობს გაარღვიოს ჩვენი საბრძოლო განლაგება. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა 354 თვითმფრინავი დაკარგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.