ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს - უკრაინის სარდლობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით რუსული მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს.
შტაბის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. წინასწარი ანგარიშის მიხედვით, 19:00 საათისთვის ცნობილი იყო 11 საბრძოლო შეტაკების შესახებ.
"მტერი მოიერიშე ჯგუფებისა და ტექნიკის მხარდაჭერით ცდილობს გაარღვიოს ჩვენი საბრძოლო განლაგება. სიტუაცია კვლავ დაძაბულია - გრძელდება სამხედრო შეტაკება ცხრა მიმართულებაზე. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული სუ-25-ის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 22 მაისის დილის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 354 თვითმფრინავი დაკარგა. მოსკოვი და კიევი საკუთარ სამხედრო დანაკარგებს არ ამჟღავნებენ.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.