ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას ღამით Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
”საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოგდებულია 28 დრონი ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონის და კიროვოგრადის ოლქებში“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, რუსები უკრაინას წუხელ სამი მიმართულებიდან დაესხნენ თავს: რუსეთის ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.
რუსების საჰაერო შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.