უკრაინის გენშტაბი – „ენგელსის“ აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსებმა ასამდე ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს

„ენგელსის“ აეროდრომზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსებმა საჰაერო ბაზირების 96 ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განმარტებით, ეს მოხდა მეორადი დეტონაციის შედეგად.
„აღნიშნული გამანადგურებელი საშუალებები განკუთვნილი იყო მიმდინარე წლის მარტ-აპრილში სამი სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, დარტყმების შედეგად საავიაციო საწვავის შესანახ ობიექტებზე განადგურდა მნიშვნელოვანი რეზერვები, რაც უარყოფითად აისახება რუსების უნარზე, მხარი დაუჭირონ საბრძოლო მოქმედებებს.
ცნობისთვის, უკრაინელებმა რუსების ენგელსის აეროდრომს დრონებით 20 მარტს შეუტიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა