უკრაინის გენშტაბი – საჰაერო ძალებმა კურსკში სამხედრო ობიექტს დაარტყეს და 30-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ოკუპანტების თავმოყრის ადგილს დაარტყეს და 30-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა წარმატებით დაარტყეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავშეყრის ადგილს კურსკის ოლქში. დარტყმის შედეგად ობიექტი მთლიანად განადგურდა და 30-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განახორციელა“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
მათი განმარტებით, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ამ ელემენტის განადგურება ამცირებს ოკუპანტების შესაძლებლობას განახორციელონ სამხედრო ოპერაციები უკრაინის სუმისა და კურსკის ოლქებში.
„საჰაერო ძალების პილოტები, ისევე როგორც თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები, გააგრძელებენ მტრისთვის დარტყმების მიყენებას მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტების მიზნით“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…