ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის, აშშ-ისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში შეხვედრა პროდუქტიული იყო - რუსტემ უმეროვი

უკრაინის, აშშ-ისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში შეხვედრა პროდუქტიული იყო - რუსტემ უმეროვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინის, აშშ-ისა და თურქეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრა პროდუქტიული, უმეროვმა უპასუხა: „დიახ“.
უკრაინის, თურქეთისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში რამდენიმე საათის წინ დასრულდა.
მოლაპარაკებებში თურქეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უძღვებოდა, დელეგაციაში ასევე შედიოდნენ თურქეთში აშშ-ის ელჩი და უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.
უკრაინის დელეგაციას წარმოადგენდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.
ამჟამად შეხვედრა რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.