სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარეობს.
თურქეთის საგარეო სამინისტრო შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს, რომლიდანაც ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკებებს ესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში გენერალი კიტ კელოგი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და სხვა ოფიციალური პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება