რუსული მედია – რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა სტამბოლში 12:30 საათზე დაიწყება, მანამდე კი თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა დღეს, მოსკოვის დროით 12:30 საათზე [თბილისის დროით 13:30 საათზე] სტამბოლში იგეგმება, – ამის შესახებ რუსულ მედიას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივ შეხვედრამდე თურქეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება.
„თურქეთი-რუსეთი-უკრაინის ფორმატში სამმხრივი შეხვედრა დოლმაბაჰჩეში, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამუშაო ოფისში მოსკოვის დროით 12:30 საათზე დაიწყება. თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის შეხვედრა კი მოსკოვის დროით 10:45 საათზე დაიწყება“, – აღნიშნა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“