უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების ახალი რაუნდი შესაძლოა ამ კვირაში სტამბოლში გაიმართოს

უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკების ახალი რაუნდი შესაძლოა მიმდინარე კვირაში სტამბოლში გაიმართოს.
ამ ცნობას ავრცელებს თურქეთში გამომავალი Independent Türkçe, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკება 23-24 ივლისსაა დანიშნული.
გავრცელებული მოლოდინით, მოლაპარაკების ამ მორიგ რაუნდს ძირითადად ტექნიკური შინაარსი ექნება და რამდენიმე საკითხის განხილვით შემოიფარგლება. მოლაპარაკების თემებს შორის შესაძლოა იყოს “ჰუმანიტარული დახმარება, ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და უსაფრთხოების ზომები სასაზღვრო რაიონებში”.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ივლისს თქვა, რომ რუსეთის მხარეს მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვა შესთავაზა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმაროვმა. ზელენსკის თქმით, “აუცილებელია იყოს მოლაპარაკების მზარდი დინამიკა” და”ყველაფერი გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტისთვის”.
მიმდინარე წელს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა ელ რიადსა და შემდეგ სტამბოლში, რომელთა ყველაზე ხელშესახები შედეგი იყო მოლაპარაკება ტყვეების და დაღუპული მებრძოლების გვამების გაცვლის თაობაზე.
Independent Türkçe ამავე პუბლიკაციაში იუწყება, რომ პარასკევს სტამბოლი უმასპინძლებს მოლაპარაკებას ირანსა და დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას შორის, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გარშემო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს