ადასტურებს, რომ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკების განახლება 23 ივლისს იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან მორიგი შეხვედრა ოთხშაბათს, 23 ივლისს იგეგმება. ამის შესახებ ზელენსკიმ 21 ივლისს, ღამით განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა უმეროვისგან მიიღო ინფორმაცია რუსულ მხარესთან მორიგი შეხვედრის თარიღის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, მეტი დეტალი 22 ივლისს გაირკვევა.
21 ივლისს თურქული პრესა წერდა, რომ სტამბოლში -რუსეთის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 23-24 ივლისსაა დანიშნული. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით 21 ივლისს ჯერ იუწყებოდა, რომ შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება, გვიან ღამით კი, ინფორმირებულ თურქულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 23 ივლისსაა დაგეგმილი.
თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან მაისსა და ივნისში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი თავდაცვის მინისტრის სტატუსით ხელმძღვანელობდა. უმეროვი ვეღარ მოხვდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობაში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს. თავდაცვის მინისტრად ყოფილი პრემიერი დენის შმიჰალი დაინიშნა.
18 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი დანიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად.
· სტამბოლში 16 მაისს და 2 ივნისს გაიმართა უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების ორი რაუნდი.
· მხარეები ტყვეებისა და დაღუპული მებრძოლების ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
· უკრაინისგან განსხვავებით უარს ამბობს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე.
· მოლაპარაკებების ორ რაუნდზე რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს