– რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის წინადადება წამოაყენა

რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების ახალი შეხვედრის გამართვის წინადადება წამოაყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი დიპლომატებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არსებული საკითხები ნათელია: სამხედრო ტყვეების დაბრუნება, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნება და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მომზადება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ნამდვილად ეფექტური მოლაპარაკებები მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება შედგეს“.
ცნობისთვის, უკრაინულ, თურქულ და რუსული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შესაძლოა მიმდინარე კვირაში სტამბოლში გაიმართოს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, შესაძლოა მოლაპარაკებები 24-25 ივლისს შედგეს. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს