უკრაინისა და აშშ–ის ახალი მემორანდუმი – დეტალები

უკრაინისა და შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროებმა საერთო წარმოებისა და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, უახლოეს მომავალში მიიღებს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად საჭირო დახმარებას. ამასთან ერთად, უკრაინას გრძელ ვადაში ეკონომიკის აღდგენასა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.
მემორანდუმში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გაწერილია უკრაინაში ლოკალური თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება. მემორანდუმი უკრაინას დაეხმარება ქვეყანაში საწარმო ობიექტების ამუშავებაში, რომლის დახმარებითაც მოხდება სამხედრო ძალების საჭირო იარაღით მომარაგება. კერძოდ, საუბარია საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვან საბრძოლო მასალაზე და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო სარემონტო ობიექტებზე.
გარდა ამისა, ამერიკამ შექმნა უკრაინასთან ურთიერთობის უწყებათაშორისი გუნდი, რომელშიც შედიან სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. უწყებათშორისი გუნდი მხარს დაუჭერს უკრაინის პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის პოტენციური გარიგებების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
უკრაინა-ამერიკის თავდაცვის კონფერენცია ვაშინგტონში 5-6 დეკემბერს გაიმართა. კონფერენციის მიზანია გააძლიეროს უკრაინისა და აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

ასევე დაგაინტერესებთ

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ