ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოთარ ფარცხალაძე თბილისში | სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია - ახალი დეტალები

სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე 5 საათზე მეტია საქართველოშია და მისი კვალი დაკარგულია. ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ეფესბეს აგენტად გამოაცხადა, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შენიშნეს. ამ დროს დედაქალაქში ორი ბორტი დაეშვა - აზიმუტი - მოსკოვიდან და ფლაი დუბაი, დუბაიდან. რომელ რეისს ჩამოყვა სანქცირებული პროკურორი, უცნობია - ისევე როგორც მისი ადგილმდებარეობა ამ მომენტისთვის.

აეროპორტიდან ფარცხალაძე დაცვამ და ესკორტმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. "ქართული ოცნების" რუხი კარდინალის სახლი წყნეთში, ე.წ. კაკლების დასახლებაში, უსაფრთხოების კერძო სამსახურს ფაქტობრივად ალყაში აქვს მოქცეული, თუმცა ყოფილი მთავარი პროკურორი სახლში შესული არავის უნახავს. "ქართული ოცნება" მის ჩამოსვლას თითქოსდა მშვიდად ხვდება - ოლიგარქის პოლიტიკურ კლანში, რომელმაც ერთხელ უკვე გადაარჩინა ფარცხალაძე, ამბობენ, რომ საერთაშორისო სანქციის დაკისრება დანაშაული არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.