ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ განცხადებას ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე დარტყმებს ახორციელებდნენ.
„პოკროვსკის სამკუთხედის ზონაში კიდევ ერთი მტრის „სუ-25“ გაუჩინარდა. ორ რუს პილოტს ეყო სიგიჟე იმისთვის, რომ ჩვენს პოზიციებთან ახლოს შემოფრენილიყო. ერთ-ერთი მათგანი ამ სიგიჟისთვის მყისიერად დაისაჯა“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.