ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკში რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო მსროლელებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსული “სუ-25“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაბომბვას ცდილობდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფ „ხორტიცას" ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა კიდევ ერთი „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც უკვე უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.