არქივი23 ივლისი, 2024, 13:10
სლოვაკეთმა F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი მიიღო
სლოვაკეთმა F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სლოვაკეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემა COVID-19-ის პანდემიისა და ჩიპების დეფიციტის გამო ორი წლით გადაიდო.
სულ, სლოვაკეთმა 14 F-16 უნდა მიიღოს და დანარჩენი 12 გამანადგურებელი სლოვაკეთს მომავალი ორი წლის განმავლობაში გადაეცემა.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინმა აღნიშნა, რომ F-16-ები სლოვაკეთის თავდაცვისუნარიანობის ზრდას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.