უკრაინელი მაშველების ცნობით, 2 თვის ბავშვი დაიღუპა ხარკოვის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად
სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა უკრაინის ხარკოვის ოლქზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გამთენიისას გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ზოლოჩევში დაინგრა სასტუმროს 3-სართულიანი შენობა და მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ერთ ადამიანს ეძებდნენ.
დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ნანგრევებში იპოვეს ორი თვის ბიჭის ცხედარი. მაშველებმა 3 ქალის გადარჩენა შეძლეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, ლიკვიდირებულია ხანძარი, რომელიც სასტუმროს გვერდით მდებარე 2-სართულიან შენობას გაუჩნდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.