ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაღუპულია 2 თვის ბავშვი
6 თებერვლის დილის საათებში ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების მიერ გასროლილი რაკეტა ქალაქ ზოლოჩინში ერთ-ერთ სასტუმროს მოხვდა, რის შედეგადაც 2 თვის ბავშვი დაიღუპა. ქალაქში მიმდინარეოს სამაშველო სამუშაოები დაშავებულების დასახმარებლად.
"მაშველები მუშაობენ 2 თვის ბიჭის სხეულის ამოსაყვანად 3-სართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან. სამი ქალი - 21, 28 და 39 წლის, მათ შორის, დაღუპული ბავშვის დედა, ჰოსპიტალიზებულია". – ამბობს ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეჰ სინიეჰუბოვი.
ჯამში, რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლი, 19 სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, 2 ადმინისტრაციული შენობა და 5 სამოქალაქო ავტომობილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.