რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 7 ადამიანი
რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 7 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
10 თებერვლის ღამეს რუსებმა Shahed-ის ტიპის დრონებით ხარკოვს დაარტყეს. დარტყმის შედეგად ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსა და 15 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძრის ფართობი დაახლოებით 3700 კვადრატული მეტრი იყო და 50 ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურები დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ. ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.