ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა ოთხ ოლქში Shahed-ის 14 დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 23 აგვისტოს ღამეს რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული Shahed-ის 16 დრონიდან 14 ჩამოაგდო, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა უკრაინას ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 16 დრონით შეუტია“, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.
მისი თქმით, დრონები ჩერკასის, კიროვოგრადის, პოლტავასა და სუმის ოლქებში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.