ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა 7 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 32-ვე დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ, რუსეთის ფედერაციის კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან Shahed-131/136 ტიპის 32 დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა 32-ვე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინის ცის დამცველებმა ჩამოაგდეს 32 დრონი მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში.
"მადლობა ასპროცენტიანი შედეგისთვის!" - დაწერა საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.