პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის ცის დამცველებმა დრონები დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ჩერნიგოვის, ვინიცის, კიევის, კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.
მათი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის კურსკის ოლქიდან გაუშვეს.
სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 27 დრონი გაუშვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.