უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, 29 ივნისის ღამეს რუსებმა პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136 ტიპის 10 დრონი გაუშვეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავების, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებისა და მობილური საცეცხლე ჯგუფების მუშაობის შედეგად, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ჩერკასისა და ვინიცის ოლქებში ყველა დრონი განადგურდა“, - განაცხადა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.