ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა 12 ოლქში 73 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა 12 ოლქში 73 დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა 9 მარტის ღამეს უკრაინის ტერიტორიას 119 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 73 მათგანი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 37 დრონი დაკარგულად გამოცხადდა.
რუსებმა დრონები რუსეთის ორიოლის, მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
დრონების ჩამოგდება დადასტურდა ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და მიკოლაივის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.