ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 68 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 68 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 68 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და 112 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 68 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 43 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, ოდესის და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.