ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ერთი რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ერთი რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ერთი რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა და 126 დრონი გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ერთი „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო რუსების მიერ გაშვებული 35 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დონეცკის, ოდესის, ხარკოვის, სუმისა და კიევის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.